среда, 21 июля 2010 г.

მარინა ლუტიძე

პროექტის სახელი: სპეკტაკლი
ეპროექტის მოკ აღწერა 1–२ წინადადებითგაკვეთილზე შემოქმედებით პროცესში აქტიური მონაწილეობა.ხელოვნების დარგებისა და პროფესიების ურთიერთდაკავშირება
როექტის სრული აღწერა :ხელოვნებას უდიდესი ადგილი უჭირავს ესთეტიკური აღზრდის საქმეში।თეატრი განსაკუთრებულია ესთეტიკური აღზრდის საგანთა შორის।მოზარდთა დიდ უმრავლესობას ადრეული ბავშვობიდან იზიდავს ყოველგვარი სანახაობა।მოგეხსენებათ სანახაობის ანუ სპექტაკლის შექმნაში ხელოვნების სხვადასხვა დარგისა და პროფესიის ადამიანი იღებს მონაწილეობას।ინტეგრირება შეიძლება ვიზუალურ ხელოვნებასთან მუსიკასთან,ცეკვასთან, პოეზიასთან და ა।შ। დღევანდელი საპრეზენტაციო თემა გახლავთ სპექტაკლი ზღაპარი,რომელსაც ბებია უკითხავს შვილიშვილებს।კერძოდ პირველი კლასის მოსწავლეთათვის।მოსწავლეები თავდაპირველად ნიმუშის მიხედვით ქმნიან კოშკის,ჩიტის და ა।შ।გამოსახულებებს,ეცნობიან ისტორიებს ამ გმირების მონაწილეობით।გაინაწილებენ როლებს।ამ პროცესის შესრულებას დაჭირდება २ გაკვეთილი।მესამე გაკვეთილზე შეუძლიათ ზეიმის მოწყობა।ზღაპრის შინაარსი ასეთია:ერთი ქალაქის გარეუბანში ლამაზი კოშკი იდგა რომელშიც არავინ ცხოვრობდა.ამ კოშკს საათი ამშვენებდა,მაგრამ ამ საათს აღარავინ მართავდა.კოშკთან პატარა ბავშვები თამაშობდნენ.ერთ დღეს კოშკს გველეშაპი დაეპატრონა ვინც კოშკში შევიდოდა შეჭმით ემუქრებოდა.ერთ დღესაც გველეშაპმა რამდენიმე ბავშვი დაიჭირადა კოშკის ერთ ოთახში ჩაკეტა.ბავშვების ტირილი ჩიტმა გაიგონა.მიფრინდა იმ ოთახის ფანჯარასტანდა საშველადთავის მეგობარ კურდღელს დაუძახა;ჰე კურდღელო ცანცარავ
ხომ მიცანი ვინც ვარო
იმ საათთან აძვერი
ძალიან გთხოვ იჩქარო
კურდღელი კოშკში შეძვრა,გველეშაპი საათის ბორბლებთან მიიტყუა,ჩიტმა საათი აამუშავა.ცანცარა საათის მოჩრავ კბილანებში ჩახტა,მოასწრო მეორე მხარეს გაძრომა.გველესაპი საათის კბილანებმა ჩაითრია და ტკივილისაგან აბღავლდა. ცანცარამ და ჩიტმა საათი გააჩერეს,გველეშაპს პირობა ჩამოართვეს,რომ კეთილი გახდებოდა,ბავშვებს გაათავისუფლებდა.ის დათანხმდა.განსაკუტრებით სყურადღებოა ფინალი.ასე გამოასწორეს მოხერხებულმა ყურცქვიტამ და ჩიტუნიამ გველეშაპი.მათ გარს ბავშვები შემოეხვივნენ,რომელთაც კოშკში თამაშის უფლება დაუბრუნეს.



მოსწავლეთა ასაკი 6/7წელი
ვადები /მონაწილეობის დასაწყისის და შესაძლო დამთავრების თარიღები/3 გაკვეთილი
პროექტის შესაძლო აქტიობები კლასშიკლასში საკუთარი ხელით შექმნილი გამოსახულებებით მათ მიერ გათამაშებული წარმოდგენის,წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარი,დაკვირვების შედეგად მიღებული შთაბეჭდილებებისგადმოცემის უნარი,იმპროვიზაციის ნიჭი,პრაქტიკული მოტივაცია ამაღლებს მათ უნარ ჩვევებს.კლასი მოტივირებულია და განსაკუთრებული ინტერესით ეკიდებიან საქმეს.ისინი ფასეულობების პასიური მომხმარებლები კი არ არიან,უშუალო შემსრულებლები ხდებიან.სპექტაკლში ჩართულია ბაყშვის ყველა ფსიქიკური პროცესი წარმოსახვა,მეტყველება,აღქმა,მეხსიერება,აზროვნება.
მოსალოდნელი შედეგები/პროუქტები რაც შეიძლება შეიქმნას/ამ გაკვეთილით მინდა ბავშვებს გაუღვიძო ერთმანეთის მიმართ სიყვარულის,სიკეთის,მეგობრობის,თანადგომის განცდა. ვიმედოვნებ მექნება საშუალება კომპიუტერის გამოყენებით ვაჩვენო ამ ზღაპრის ვიდეო ვერსია
სასარგებლო სხვებისათვისშეექმნათ გარკვეული წარმოდგენა სპექტაკლზე,მიიღონ ესთეტიკური სიამოვნება
სამუშაო ენა ქართული
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი/მოსწავლეებს შეუძლიათ ჩამოთვალონ ხელოვნების დარგები/მხატვრობა,მუსიკა,თეატრი და ა.შ და გამოყონ ამ დარგისათვის დამახასიათებელი მთავარი ნიშანი/ფერი,ბგერა,მოძრაობა/ასახელებენ ხელოვნების ცალკეულ დარგთან დაკავშირებულ პროფესიებს
პროექტის ფასილიტატორის ვინაობა მარინა ლუტიძე.ზესტაფონი.კლდეეთის საჯარო სკოლა
პროექტის ფასილიტატორის ელ।ფოსტა marinalutidze@gmail.com
პროექტის ფორუმი
პროექტის ვებ გვერდი marinalutidze.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий